ნოდარ მელაძე ტყუპებს „აიწონა-დაიწონაზე“ ართობს – გულის ამაჩუყებელი კადრები

© Facebook / Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
ტელეჟურნალისტი თავისუფალ დროს შვილებთან ერთად ატარებს. ნოდარ მელაძე და გოგონები ატრაქციონებზე ერთად ხალისობენ. უსაყვარლესი ფოტოები სოციალური ქსელიდან.
გადატვირთული გრაფიკის გამო ნოდარ მელაძეს ულამაზეს ქალიშვილებთან ერთად დროის გატარება არც ისე ხშირად გამოსდის. მათთან ერთად გატარებული თითოეული წამი მისთვის ოქროს ტოლფასია. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა. ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების პირველ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის. ეს მელაძეების ოჯახისთვის ყველაზე ემოციური ვიდეოკადრებია. აქ თინანო და ნატატა რამდენიმე კვირის არიან. თუმცა, ამ ემოციური სიუჟეტის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი გასული წლის 26 აგვისტოს შეეძინა. ნატატა და თინანო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მამისთვის მათთან გატარებული დრო განსაკუთრებულია. „სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. თეა ცეცხლაძე მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა ნოდარ მელაძემ პირველ დღეს. კორონავირუსისა და დაწესებული შეზღუდვების გამო რამდენიმე თვის მანძილზე ნოდარი თვითიზოლირებული იყო. ოჯახის წევრებთან დაშორება ძალიან უჭირდა, თუმცა ამ ნაბიჯით მათ ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა თინანოს პირველი სიტყვების წარმოთქმა, როდესაც მამა მასთან ახლოს არ იყო. ვიდეოზე კარგად ჩანდა, თუ როგორ ცდილობდა უსაყვარლესი გოგონა სიტყვა „მამის“ წარმოთქმას და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა.
ივლისის ცხელ დღეებს „TV პირველის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ისევ საეთეროში ატარებს, ან სულაც ქუჩაში აქციაზე. მისი ქალიშვილები კი ლამაზად გამოწყობილები ნებივრობენ. ცნობილმა მამამ რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა. პოზიტიური ფოტოები სახალისო განწყობას შეგიქმნით. როგორც ჩანს, გოგონები ამაღლებულ განწყობაზე არიან – მათ მამასთან ყოფნა ძალიან მოსწონთ. სურათის კომენტარებში ნოდარ მელაძის კოლეგები დომინირებენ. აღსანიშნავია, რომ პატარების ნათლობა ქალაქგარეთ 2020 წლის 22 დეკემბერს შედგა. მელაძის ქალიშვილებს ცნობილი ნათლიები ჰყავთ. ტყუპები თეა ადეიშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სოფო ნიჟარაძემ, ნიკა გვარამიამ, მარიკა ვერულაშვილმა და სხვებმა მონათლეს. ნათლობის ფოტოები Instagram-ზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა.
„რაც შეეხება ტყუპებს... ერთი ძალიან ჭკვიანი, მშვიდი და დინჯია, ზედმეტად არ გვაწუხებს თინანო, თავისთავს ირთობს. რაც შეეხება მეორეს, ნატატო სულ ხელში უნდა გეჭიროს, თუ არ აიყვან ხელში, აუცილებლად მიიქცევს შენს ყურადღებას. მათი დაბადების შემდეგ ჩემში შეიცვალა ის, რომ ყოველ ზედმეტ წუთს ვცდილობ მათთან გავიქცე და ტყუპებთან ერთად ვიყო“, – განაცხადა მელაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ყველა ახალი ამბავი
0