მარიკა თხელიძე გათხოვდა – ნახეთ როგორი ქორწილი გადაუხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა

© courtesy of Marika Tkhelidzeმარიკა თხელიძე
მარიკა თხელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი მეორედ გათხოვდა. ნახეთ ვინ არის მისი რჩეული და როგორი ქორწილი გადაიხადა წყვილმა.
მომღერალმა მა­რი­კა თხე­ლი­ძემ და გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძემ ქორ­წი­ლი შაბათს ბათუმში გადაიხადეს. მომ­ღე­რა­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო აჭა­რა­ში ჯერ კი­დევ მარ­ტში გა­დავიდა სა­ცხოვ­რებლად, რად­გან მისი რჩე­უ­ლი აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რია. ქორ­წი­ლის კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღერ­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.
ქორ­წილს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ეს­წრო ნინი ქარ­სე­ლა­ძე, რო­მელ­საც შავი ელე­გან­ტუ­რი კაბა ეცვა და მე­გობ­რის ქორ­წილ­ში სიმ­ღე­რე­ბიც შე­ას­რუ­ლა. თბი­ლი­სი­დან შავი ზღვის­პი­რეთ­ში ჩა­ვიდ­ნენ ასე­ვე თიკა ჯამ­ბუ­რია, ან­სამ­ბლი „შვიდ­კა­ცა“ და მომ­ღე­რა­ლი და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე.
მა­რი­კა­სა და გი­ორ­გის ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ გა­აც­ნო. სიმ­პა­თია პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გაჩ­ნდა, თუმ­ცა თავიდან და­მე­გობ­რდნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი მა­რი­კა მალე მიხ­ვდა, რომ მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­და მო­მა­ვალ ქმარს. ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ი­მარ­თა.
„მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა“, – აცხადებს გიორგი მანველიძე.
მა­რი­კა თხე­ლი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წლის ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძეც. რო­გორც მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე ხა­ტია კო­მა­ხი­ძე გახ­ლდათ. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარ­ბა­რე მან­ვე­ლი­ძე­ე­ბი.
ყველა ახალი ამბავი
0