„თავისუფლება 13 ახალგაზრდას“: ურეკში საპროტესტო აქცია გაიმართა

ურეკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
ბრალდებულთა ახლობლები აცხადებენ, რომ სასამართლოზე ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და მათთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლოა.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. დაბა ურეკში პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილები დაკავებული პირების საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებასა და ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, დაკავებული ახალგაზრდები უდანაშაულოები არიან და პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ და პოლიციის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა
დაბა ურეკში სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 13 პირი 25 ივნისს დააკავეს.
24 ივნისს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის (წვრილმანი ხულიგნობა) 1988 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი 13 პირი ბრალდებულების სახით დააკავეს. ყველა მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შსს-ში სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და ამჟამად 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელი ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0