ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა

© Photo: National Library of Georgiaპირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
რეჯებ ჟორდანია ნოე და ინა ჟორდანიების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ის 1921 წლის 10 დეკემბერს უკვე ემიგრაციაში, პარიზში დაიბადა და ბოლო დრომდე საფრანგეთში ცხოვრობდა.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რეჯებ ჟორდანია 100 წლის მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გახდებოდა.
რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილიშვილმა ქრისტინე ფაღავა-ბულეზმა გაავრცელა.
„რეჯებ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას ვაჟი გადაიცვალა. 100 წლის გახდებოდა დეკემბერში (10 დეკემბერი 1921-15 ივლისი 2021).
მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული... მამამისის და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთგული", – წერს ქრისტინე ფაღავა-ბულეზი სოციალურ ქსელში.
რეჯებ ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა პარიზში. იყო პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.
რეჯებ ჟორდანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.
ყველა ახალი ამბავი
0