მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა: შეზღუდვები, რომელიც 19 ივლისიდან ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ზაფხულის ბანაკები აიკრძალა - საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს
დადგენილებაში ასევე შევიდა რიგი ცვლილებები, კერძოდ, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეობისთვის აუცილებელია PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
დადგენილება ძალაში 2021 წლის 19 ივლისიდან შევა.
როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს. უწყებაში არ გამორიცხეს, რომ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები შეიძლება საზაფხულო ბანაკებსაც შეეხოს. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი აქტივობა ბავშვებსა და მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების ერთგვარად ხელშემწყობი შეიძლება გახდეს.
 
ყველა ახალი ამბავი
0