მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო

© photo: Sputnik / საკლასო ოთახში
საკლასო ოთახში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
უწყების ცნობით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დღეიდან 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დღეს ტესტირება პროფესიულ უნარებში ტარდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა 14, 15 და 16 ივლისს ჩატარდება.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
გამოცდების ცენტრი. აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.
ცენტრის ინფორმაციით, წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მის ჩასაბარებლად 3 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.
ყველა ახალი ამბავი
0