„ამას ავადმყოფი ცოლის მიტოვება რომ ცოდვაა არ ასწავლეს?!“ – ზურა ხაჩიძეს უპირისპირდებიან

© Facebook / courtesy of Zura Khachidzeზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძის რადიკალურმა განცხადებამ მსახიობი გიორგი ნაზღაიძე გააღიზიანა. ნახეთ რას წერს მსახიობი.
მსახიობი გიორგი ნაზღაიძე მომღერალ ზურა ხაჩიძეს უპირისპირდება. ზურა ხაჩიძე გუშინ წერდა, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებაა. ხაჩიძე გამოსავალს ობიექტურ გამოძიებასა და რეალური დამნაშავეების დასჯაში ხედავს, ხოლო იმ ფეისბუქ-მეგობრებს, ვინც პატრიარქს და ეკლესიას შეურაცხყოფას მიაყენებს, სთხოვს, წაშალონ მეგობრებიდან.
ნაზღაიძემ კი სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა და ხაჩიძის მისამართით ასეთი რამ დაწერა: „ამას მეუღლის ღალატი და ავადმყოფი ცოლის სხვა ქალის გამო მიტოვების მცდელობა მართმადიდებლობაში ცოდვა რომ არის არ ასწავლეს?! ამის საბლატაო რომ გახდება, აი, მართლა მანდ დაგვერხა“.
რამდენიმე თვის წინ ხათუნა ჟორდანიამ „პრაიმშოუში“ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მისი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ძალიან ზრუნავს და ისე უვლის, როგორც დედა. „დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, – განაცხადა ჟორდანიამ.
მძიმე დაავადების გამო ხათუნა ჟორდანია ჯერ ისევ მკურნალობს. მისი ოჯახის წევრები კი მუდამ ხათუნას პოზიტიურ განწყობაზე მოყვანას ცდილობენ. ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ხათუნა საგრძნობლად გახდა და მისი ცნობა გაგიჭირდებათ, თუმცა თავს ბევრად უკეთ გრძნობს.
ყველა ახალი ამბავი
0