შესაძლებელია თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოგზაურობის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩინური ვაქცინები – Sinopharm-ი და Sinovac-ი იმ შვიდ ვაქცინას შორისაა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
ჯანმო: COVID-19-ის ახალი შტამები იმარჯვებენ ვაქცინებთან რბოლაში>>
მისი ინფორმაციით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ცნობენ ამ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია აცრილი ადამიანების მოგზაურობა.
ადამიანები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამყრელიძის ახალი ინიციატივა: ვის დაუშვებენ კონფერენციებზე ან შეკრებებზე
„მოგზაურობისთვის მთავარი დოკუმენტი ამ დროისთვის ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტია. ვაქცინაცია ძირითადად არის მოთხოვნილი ისეთი დიდი თავშეყრის ადგილებში ცხოვრებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სტუდენტების კამპუსი, ასევე რაიმე დიდი თავყრილობისთვის", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ! „დელტა" შტამი ბავშვებს განსაკუთრებით აზიანებს>>
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 310.332 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 120.479 მოქალაქეს აქვს მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0