საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა

© REUTERS / CARLOS OSORIOPfizer-ის ვაქცინა
Pfizer-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს აცრა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
Pfizer კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზას საჭიროდ მიიჩნევს>>
თუმცა, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეს არსებულმა ყველა ვაქცინამ, მათ შორის Sinopharm-მა და Sinovac-მა თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა.
„დღეს ქვეყანაში უკვე მობილიზებულია Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინის მილიონი დოზა. ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით. ასევე უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუ მისთვის ეს არჩევანი უპირატესია", – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება, ინფიცირების შემთხვევები იმატებს, ამიტომ თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია. ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
თამარ გაბუნია: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 310.332 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 120.479 მოქალაქეს აქვს მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0