„ახლა ვარ 17 წლის...“ – თამო ვაშალომიძე იუბილარია. ნახეთ რა აჩუქა საქმრომ – ვიდეო

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა.
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ეპატაჟური პირადი ცხოვრებისა და კარიერის გამო თამო ვაშალომიძის ცხოვრება არერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
თამო პარტნიორთან აკა სამხარაძესთან ერთად ცხოვრობს და წყვილს საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს. მოდელს წინა ურთიერთობიდან, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობს, ერთი გოგონა – სოფია ჰყავს.
12 ივლისს თამო ვაშალომიძე 30 წლის გახდა. მან მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, ხოლო რჩეულისგან – წითელი ვარდების თაიგული. „ბავშვობაში 30 წელი მეგონა ძალიან დიდი და გოგოდ ვერავის აღვიქვამდი. აკა კი მეხუმრება, დღეის მერე გოგო აღარ ხარ, ქალობაში გადახვედიო. მე კიდევ პირიქით ვთვლი, ახლა ვარ 17 წლის“, – წერს თამო „ინსტაგრამზე".
ვაშალომიძემ იუბილე დეკორაციებით გაფორმებულ აუზიან სახლში გადაიხადა, სადაც მეგობრები ჰყავდა მიწვეული და ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა. როგორც კადრებიდან ჩანს, სტუმრებმა არაჩვეულებრივი დრო გაატარეს.
 
ყველა ახალი ამბავი
0