კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 952-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 377.152-ს მიაღწია.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 952 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 609 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 78, კახეთი - 70,  იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15 მცხეთა-მთიანეთი - 13, შიდა ქართლი - 11, გურია - 6.
ბავშვთა რეანიმაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გაუარესება არ არის: კოვიდ-ინფიცირებული ჩვილი ბავშვების მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359.226- -მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.452 -ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 12.448  აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.472 პაციენტი, მათ შორის თბილისში - 2.092, აჭარაში - 169, იმერეთში - 413.
716 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 175 პირი, მათგან თბილისში -126 , აჭარაში - 3, იმერეთში - 9 .
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 907 ადამიანი, მათ შორის 660  - თბილისში, 242 - აჭარაში.  8.069 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
COVID-19 საქართველოში – 11 ივლისის მონაცემები
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 98 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 18.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8.205 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.865,  აჭარაში - 714, იმერეთში - 1.045.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 952 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 377.152-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0