ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ „დელტა“ (იგივე „ინდური“) შტამი ახალგაზრდებში საკმაოდ ინტენსიურად ვრცელდება.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის უწყება უახლოეს პერიოდში სპეციალურ კომისიას შეკრებს და ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს განიხილავს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. 
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
კოვიდ-ინფიცირებული ჩვილი ბავშვების მდგომარეობა კვლავ მძიმეა
12 წელს ზემოთ ბავშვების Pfizer-ით ვაქცინაცია უკვე ხორციელდება აშშ-ში, კანადაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრი ერთიანი არ არის. დიდი ნაწილი თვლის, რომ ბავშვების ვაქცინაცია პანდემიის საბოლოოდ დასრულებისთვის აუცილებელია – მათ ინფექცია მარტივად გადააქვთ, მაგრამ ვირუსის სერიოზულ გამავრცელებლებადაც ითვლებიან; მეორე ნაწილი კი ბავშვთა ვაქცინაციის წინააღმდეგია.
„რაც შეეხება ბავშვთა ვაქცინაციას, ჩვენ შევისწავლით საერთაშორისო პრაქტიკას და უახლოეს დროში შევკრებთ კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ზოგადად ვაქცინაციის პროცესთან და ასევე ვაქცინაციის კალენდართან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებულ სამ ჩვილთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთს „ინდური“ შტამი, მეორეს „ბრიტანული“ შტამი დაუდგინდა, ხოლო მესამე ბავშვზე მიმდინარეობს კვლევა.
„ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რათა კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მცდელობა იქნება შედეგიანი და ბავშვები მალე გამოჯანმრთელდებიან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
კლინიკის ექიმების განმარტებით, სამი ჩვილი ბავშვი თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში რესპირატორული გართულებებით, სუნთქვის უკმარისობითა და დაბალი სატურაციით (სისხლში ჟანგბადის დონე) შეიყვანეს.
სამივე ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. ინფიცირებულთაგან ორი ბავშვი ორი თვის, ერთი კი ორი კვირისაა. მედიკოსების განმარტებით, კლინიკაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, რომ ინფიცირებული ბავშვების ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება ყოფილიყო საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0