უხვმა ნალექმა თბილისის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

წვიმა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ქუჩებში – გარკვეულ მონაკვეთებზე მოსახლეობა მანქანებით გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დახმარების თხოვნით 40-მდე შეტყობინება შევიდა.
უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, გუშინ, საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და სარდაფები. ქალაქის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება.
სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები.
ყველა ახალი ამბავი
0