COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alex Shlamovმეტროს მგზავრები პირბადეებით
მეტროს მგზავრები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.108-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 374.836-ს მიაღწია.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.108 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 673 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: კახეთი – 86, იმერეთი – 75, აჭარა – 74, ქვემო ქართლი – 52, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 48, შიდა ქართლი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 13, გურია – 11.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 357.804-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 7 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.421-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.585 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.285 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.942, აჭარაში – 152, იმერეთში – 413.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
COVID-19 საქართველოში – 9 ივლისის მონაცემები
691 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 171 პირი, მათგან თბილისში – 120, აჭარაში – 4, იმერეთში – 12.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 936 ადამიანი, მათ შორის 727 – თბილისში, 204 – აჭარაში. 7.364 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7.993 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2.784, აჭარაში – 676, იმერეთში – 1.045.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.108-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 374.836-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0