დავითაშვილი: საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობა წარმოადგენს.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. მოსახლეობის მხრიდან ტყის გაჩეხვა შეშის დამზადების მიზნით ეტაპობრივად აღიკვეთება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყება 2018 წლის ზაფხულში დააანონსა.
პრობლემის გადაჭრის მიზნით ხეტყის ორგანიზებული დამზადება, დახარისხება და დასაწყობება მხოლოდ „საქმიან ეზოებში“ მოხდება. ამჟამად იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში 26 ასეთი ობიექტი უკვე ფუნქციონირებს. 
საქართველოში ტყეების რეგისტრაცია ხორციელდება - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ყველაფერი აღრიცხვაზე – საქართველოში სახელმწიფო ტყეების ინვენტარიზაცია მთავრდება
„სოციალური ჭრები“, რაც გულისხმობდა მოსახლეობის მიერ შეშის საკუთარი ძალებით დამზადებას, ეტაპობრივად გაუქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხეტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რასაც წლის ბოლომდე კიდევ ათი დაემატება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. სააგენტო მუშაობს ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტის მომსახურებით.
„საქმიანი ეზოები“, რომელთა საერთო რაოდენობა მომავალში 91-ს მიაღწევს, სატყეო რეფორმის ფარგლებში მოეწყო და იგი ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ინტენსიურად ხორციელდება. „საქმიანი ეზოები“ ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ხელს უწყობს ობიექტებზე კონტროლისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების, ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით – თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0