გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველების ნაწილი კიოლნის აეროპორტში ჩარჩა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიკიოლნი
კიოლნი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი სამშობლოში ვადაზე ადრე ბრუნდება. ამ ადამიანებს პრობლემები გამოფრენის დროსაც შეექმნათ.

თბილისი, 25 ივნისის – Sputnik. კიოლნის აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს 11 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას 26 ივნისს შეძლებს, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გუშინ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა ისინი სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მათ ღამე გაათენეს და ბილეთებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოაგვარეს. საქართველოს მოქალაქეები თბილისში შაბათს ჩამოფრინდებიან. 

აეროპორტი გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა ნაწილი საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

„ვიცე-კონსულმა თამთა კინწურაშვილმა ჩვენ სასტუმროში გადაგვიყვანა, ელჩმა ლევან იზორიამ კი ბილეთების პრობლემა მოაგვარა ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ჩვენი რეისი 13:15 საათზეა და საქართველოში 26 ივნისს ვიქნებით“, – განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჯაბა ჩაჩანიძემ.

საქართველოს მოქალაქეები კიოლნის აეროპორტში 24 საათით იმიტომ გააჩერეს, რომ PCR–ტესტის პასუხის დროულად აღება ვერ მოასწრეს, რის გამოც ისინი თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვეს.

ეს ჯგუფი გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით იმყოფებოდა, თუმცა დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევისა და შესაბამისი ანაზღაურების გადაუხდელობის გამო მათ სამშობლოში დაბრუნება დროზე ადრე გადაწყვიტეს.

დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მათ ცხოვრება და მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.

საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ", რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. 

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
საელჩო: გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულ ქართველებს ახალ სამუშაოზე გადაიყვანენ

კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.

გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა, მათ აცნობეს შრომის აუტანელ პირობებზე და დახმარება სთხოვეს. გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურმა სამინისტრომ ერთი კვირის შემდეგ პირობა დადო, რომ გერმანიაში ლეგალურ სამუშაოზე გამგზავრებული საქართველოს მოქალაეების შრომის პიროებები დაუყოვნებლივ გამოსწორდება არსებული სტანდარტების შესაბამისად.

თუმცა, ივნისის დასაწყისში მედიაში ისევ გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი შრომის პირობები მცირედითაც არ გაუმჯობესებულა – საყოფაცხოვრებო პირობები მძიმე რჩება, ხოლო ხელფასი – დაპირებულზე დაბალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0