პრემიერმა გარდაბანში იუსტიციის სახლი გახსნა

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შემდგომ წლებში რეგიონების განვითარება იქნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გაცემა დაიწყო

დღეს მთავრობის მეთაური 26-ე იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელიც გარდაბანში გაიმართა. ამიერიდან ადგილობრივი მცხოვრებლები 450 სხვადასხვა სერვისის მიღებას ადგილზე შეძლებენ.

„მინდა მივულოცო გარდაბნის მოსახლეობას, ყველაფერი ეს ჩვენი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის კეთდება. ამ შენობაში 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. ეს ძალზე წარმატებული პროექტია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიციურობით, ისინი ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან ერთად მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ძალზე საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები აქვს, რაზეც იგი განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში მუშაობს და რაც სერვისებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მრავალფეროვანს გახდის. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
საქართველოში მობილური იუსტიციის სახლები გაჩნდება

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში ცხოვრობს. ამიტომ მათ სჭირდებათ მსგავსი თანამედროვე შენობები, თანამედროვე სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღონისძიებაზე სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც, რომლის განმარტებით, პრემიერის მხარდაჭერით იუსტიციის სახლების თანამშრომლებს 1 ივლისიდან ხელფასები გაეზრდებათ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ განაცხადა.

„სულ მალე ჩვენ დავიწყებით ახალ პროექტს სახელწოდებით „მობილური იუსტიციის სახლი“. სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომელთა მიღებაც იუსტიციის სახლებში შეუძლიათ“, – აღნიშნა ბრეგაძემ. 

გარდაბანში ახალი იუსტიციის სახლი ქვემო ქართლის რეგიონში რიგით მეოთხე ფილიალია.

ყველა ახალი ამბავი
0