ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლოა კიდევ სამმა ავიაკომპანიამ დაიწყოს ოპერირება

© photo: Sputnik / Stringer Belavia
 Belavia - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, რეისების დამატება იგეგმება.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ქართული მხარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ მიზნით ქვრივიშვილმა უკრაინული SkyUp Airlines-ის და Ukraine International Airlines-ის (UIA) და ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-ს წარმომადგენლებთან ონლაინ–შეხვედრა გამართა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს, რომ აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს დიდ შესაძლებლობას ტურისტების როგორც იმერეთში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში მიღებისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა. 

ავიაკომპანია Air Baltic–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
საქართველოში ფრენების 65 პროცენტი აღდგა

მისი თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთანაც, რათა მათ ქუთაისში რეგულარული ფრენები შეასრულონ.

„კოვიდ-ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოში ავიაციისა და ტურიზმის აღდგენის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ მოლაპარაკებები ძალიან მალე შედეგს გამოიღებს და მოკლე პერიოდში დავინახავთ როგორც გაზრდილ სიხშირეებს, ასევე ავიაკომპანიების მზარდ რაოდენობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის დარგის სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ყველა ახალი ამბავი
0