თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი 1 ივლისიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

© photo: Sputnikავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
მეტროსა და ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, რასაც შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ, აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების შესაბამისად, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 1 ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

დამცავი პირბადეები - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

აქედან გამომდინარე, თბილისის მეტროპოლიტენი მოქალაქეებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე, ავტობუსები კი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე მოემსახურება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესბული შეზღუდვა 1 ივლისიდან გაუქმდება. გარდა ამისა, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ  სავალდებულო იქნება.

როგორც მერიაში აცხადებენ,  ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დაცვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების  მხრიდან მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება.

2020 წლის 4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სავალდებულო  იყო ყველგან, გარდა საკუთარი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინისა. 

ქვეყანაში „კომენდანტის საათი" 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომელიც ზაფხულში გაუქმდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ნოემბერში კვლავ ამოქმედდა. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა. მიმდინარე წლის მაისში შეზღუდვის დრო შემცირდა და დღემდე იგი 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0