როგორ გამოვიყენოთ ტყე სწორად: სატყეო სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო

© photo: Sputnik / Igor Onuchin / გადასვლა მედიაბანკშიტურისტები ტყეში
ტურისტები ტყეში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
პროექტის ფარგლებში შემუშავდება ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურისა და ჩოხატაურის სატყეო უბნებისთვის ეკოტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმები.

 

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ტყის ფართობებზე ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის განსაზღვრას და ეკოტურიზმის განვითარებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ტყის მრავალფუნქციური გამოყენების  განვითარების საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA), გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. 

საქართველოში ტყეების რეგისტრაცია ხორციელდება - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
ყველაფერი აღრიცხვაზე – საქართველოში სახელმწიფო ტყეების ინვენტარიზაცია მთავრდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის  იური ნოზაძის განცხადებით, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს  მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.

„ტურისტული მარშრუტებისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს; შესაბამისად, საფეხმავლო ბილიკების განვითარების ეროვნული დონის ოპერაციული სახელმძღვანელო განვითარების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ინსტრუმენტი იქნება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმისა და ტყის ახალი კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემური სერვისების ეფექტიან გამოყენებასა და სოფლად განვითარების ხელშეწყობას.

საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარია, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0