მძღოლების საყურადღებოდ: გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო  22 და 26 ივნისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 22 ივნისის 00:00 საათიდან 24 ივნისის 00:00 საათამდე გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 24 მაისის 00:00 საათიდან 26 ივნისის 00:00 საათამდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0