ქართველი ექიმები ვატიკანის კლინიკაში გადამზადებას გაივლიან

© Pixabay / photo : Pixabay / martiedaვატიკანი
ვატიკანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
პირველები გადამზადებას გაივლიან ექთნები და ექიმები, რათა მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიის მუშაობაში და კვლევაში, განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართველი ექიმები და ბიოლოგები რომში ვატიკანის ბავშვთა კლინიკა Bambino Ges-ის ბაზაზე გადამზადებას გაივლიან, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციის მონაცემებით, შეთანხმება, რომლის მიხედვით გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ქართველი სპეციალისტები დახმარებას მიიღებენ, მიღწეულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვატიკანში ვიზიტის დროს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვატიკანში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
საქართველომ და ვატიკანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

„დავათვალიერე Bambino Gesù-ს საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი გამოჩენილია ევროპაში და რომელიც პირველ რიგში, ბავშვთა მიმართულებით იშვიათ და ონკოლოგიურ დაავადებებზე მუშაობს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ითანამშრომლონ საქართველოსთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პირველად მოხდება ექთნებისა და ექიმების გადამზადება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიის მუშაობაში და კვლევაში.

„ასევე, მზად არიან დიაგნოსტიკური კუთხით თანამშრომლობისთვის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაეხმარებიან ჩვენ ბავშვებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, Bambino Gesù-ს დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი მარიელა ენოკი საქართველოში ჩამოვა და მოაწერს ხელს თანამშრომლობის მემორანდუმს.

ყველა ახალი ამბავი
0