ექსპერტები: 3-4 კვირაში საქართველოში დომინანტი ინდური შტამი გახდება

© photo: Sputnikგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ეპიდემიოლოგებმა „ინდური შტამის" 18 შემთხვევა გამოავლინეს. სპეციალისტებმა აღნიშნული შტამის გავრცელების კუთხით საშიშროება შეაფასეს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. საქართველოში სავარაუდოდ 3-4 კვირაში კორონავირუსის „ინდური შტამი“ დომინანტი გახდება, რადგან ქვეყანაში არანაირი შეზღუდვები აღარ მოქმედებს. განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ.

„კომენდანტის საათი“ აღიზიანებთ“ – მთავრობა შეზღუდვის გადახედვას გეგმავს >>

ექსპერტები მოითხოვენ, სასწრაფოდ დაწესდეს წერტილოვანი შეზღუდვები და მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდეს, ასევე, უნდა დაჩქარდეს მასობრივი იმუნიზაცია, რადგან ე.წ. დელტა იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის დღემდე ნაცნობი არაერთი სხვა ქვეტიპი.

„დაინფიცირების რაოდენობა და სისწრაფე უფრო იზრდება, ჰოსპიტალიზაციის ალბათობაც უფრო იზრდება.  სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ვაქცინების ის რაოდენობა, რომ ვაქცინაციის მოცვა გავზარდოთ“, - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა და აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც ინფექციის გავრცელებას შეაჩერებს, არის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
საქართველოში „ინდური შტამი" ვრცელდება: სიმპტომები და საფრთხეები

კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაშინ „ინდური შტამი" დაუდასტურდა საქართველოში ჩამოსულ ხუთ პირს, სამმა მათგანმა ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

სპეციალისტები ინდურ შტამს უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 216.742 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 72.015 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0