ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ჩარტერულ რეისებს იწყებს

© photo: Civil Aviation Agency GCAA / FBსომხური ავიაკომპანია
სომხური ავიაკომპანია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
სომხური ავიაკომპანია 22 ივნისიდან ერევნიდან ბათუმში ჩარტერულ ავიარეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სომხური ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, პირველი რეისი ავიაკომპანიამ 15 ივნისს განახორციელა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, რეისები ერევანი–ბათუმი–ერევანი 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება (ორივე რეისი – სამშაბათს).

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიენიჭა", – ნათქვამია განცხადებაში.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ამჟამად უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით.

ყველა ახალი ამბავი
0