სამეგრელოში კორონავირუსს 62 წლის ქალი ემსხვერპლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 83-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 15 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 62 წლის ქალი რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსი 50 ადამიანს დაუდასტურდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ-ცენტრებში 200-მდე პაციენტია მოთავსებული, მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 98 კოვიდ-პაციენტი გადის, ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 24 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. აბაშის „ევექსის" კოვიდ–კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში" – 41 პაციენტი, „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 811-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.179-ს მიაღწია

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0