საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროცესში ჩართულმა თითქმის ყველა მხარემ ბავშვების უფლებები დაარღვია, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესს დააკვირდება

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

„ყველა დაწესებულებაშია რაღაც დონის დარღვევები... ვინც კი იყო ამ საქმეში ჩართული, ბავშვთა უფლებები თითქმის ყველამ დაარღვია. უფლებები დაარღვია სასამართლომაც იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მეყსეულად მიიღეს. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გავასაჩივრეთ. სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ. გარდა ამისა, არ იყო წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნაც", – განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.
ნინოწმინდის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ნინოწმინდის პანსიონს ახალი დირექტორი ჰყავს

ჯაღმაიძის განმარტებით, პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა მომზადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0