COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 811-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.179-ს მიაღწია.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 811 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 470 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარა და ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 69, აჭარა – 53, ქვემო ქართლი – 53, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 50, შიდა ქართლი – 39, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
COVID-19 საქართველოში – 16 ივნისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 341.775-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 13 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.096-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.282 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.935 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.636, აჭარაში – 253, იმერეთში – 367.

672 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 189 პირი, მათგან თბილისში – 121, აჭარაში – 9, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 599 ადამიანი, მათ შორის 338 – თბილისში, 228 – აჭარაში. 5.748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 40 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.537 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.461, აჭარაში – 1.448, იმერეთში – 1.021.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 811-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.179-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0