ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება

© Pixabay / StartupStockPhotosმამაკაცი კომპიუტერთან მუშაობს
მამაკაცი კომპიუტერთან მუშაობს - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ფორუმის ფარგლებში სამსახურის მაძიებლებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი 15 ივნისს გაიმართება, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შშმ პირები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ვაკანსიები შშმ პირებისთვის: ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!“ ფარგლებში ჩატარდება.

ფორუმზე აჭარის რეგიონში მოქმედი 65 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი 253 ვაკანსიას წარმოადგენს. 1008 სამუშაო ადგილი იქნება წარმოდგენილი ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.

სასწავლებლები, თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებს.

ღონისძიება ბათუმში 11:00 საათზე გაიხსნება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება. ბათუმში იგი წელს მეორედ ტარდება. პირველი ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ მაისში გაიმართა. მაშინ სამუშაოს მაძიებლებს 200-ზე მეტმა კომპანიამ 400-მდე სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზა. 

ახალციხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი ჩატარდა

10 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფორუმს ახალციხემ უმასპინძლა – 49 მცირე და საშუალო ბიზნესმა დასაქმების მსურველებს სხვადასხვა სფეროში ვაკანსიები გააცნო.

შიდა ქართლის რეგიონში სამსახური შესთავაზეს გორში გამართული ფორუმის მონაწილეებსაც. ღონისძიებაში 3 ათასამდე სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირებმა უნდა მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პორტალზე https://www.facebook.com/worknet.gov.ge, ან დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.

ყველა ახალი ამბავი
0