ჩხენკელი: ვმუშაობთ ისეთი განათლების სისტემის შექმნაზე, რაც შშმ პირებზე იქნება მორგებული

© Sputnik / Alexander Imedashviliშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
განათლების მინისტრი თითოეულ ადამიანს, სამთავრობო უწყებებს შშმ პირთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი რეალური ჩართულობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა – შშმ პირებისთვის შევქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა Facebook-მიმართვაში.

შშმ პირები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ვაკანსიები შშმ პირებისთვის: ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

„ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ისეთი განათლების სისტემის შესაქმნელად, რომელიც თითოეული ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე იქნება მორგებული. მნიშვნელოვანია, დავიცვათ მათი ფუნდამენტური – განათლების მიღების უფლება, რადგან განათლების გარეშე ბარიერების დაძლევა შეუძლებელია", – აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საკუთარი წვლილი შეაქვს ამ მისიაში.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული. ვიცოდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები!" – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 2003 წლიდან აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0