საქართველოში GreenOvation-ის გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

© photo: Sputnik / Stringerსასოფლო სამუშაოები
სასოფლო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
კონკურსი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ტარდება. თითოეული გამარჯვებული 10 ათას ევრომდე მიიღებს.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. იდეების კონკურსი GreenOvation-ის საფინალო ეტაპი დღეს გაიმართება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კომპიუტერთან მუშაობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2020
საქართველოში ახალგაზრდობისთვის ინოვაციური იდეების კონკურსი გამოცხადდა

14 ივნისს სასტუმრო Rooms Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში ონლაინ-კონფერენციის ფორმატში კონკურსის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება.

რეგლამენტის თანახმად, დარბაზში მხოლოდ ჟიურის წევრები შეიკრიბებიან, კონკურსის ექვსი ფინალისტი კი ონლაინ-ფორმატში წარადგენს საკუთარ პროექტს და უპასუხებს ჟიურის კითხვებს. ონლაინ-კონფერენციის დასრულების შემდეგ კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსის შედეგები ფინალისტებისთვის 15 ივნისს გახდება ცნობილი. თითოეული გამარჯვებული წარდგენილი პროექტისთვის 10 ათასი ევროს ფარგლებში გრანტს მიღებს.

რეგიონული კონკურსი GreenOvation-ის ფინალური ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანში 14 ივნისს, სომხეთში კი 23 ივნისს ჩატარდება.

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა GreenOvation-ის Facebook-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0