COVID-19 სამეგრელოში: კლინიკებში 200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 80-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 21 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 23 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
COVID-19 საქართველოში – 14 ივნისის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 222 პაციენტია მოთავსებული, მათგან 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 109 კოვიდ-პაციენტი გადის, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 28 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. აბაშის "ევექსის" კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში" – 48 პაციენტი, „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 311-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 354.276-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0