Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი? - ირაკლი მაქაცარიას შეყვარებულის აღიარება

© Facebook / Irakli Makatsariaირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა
ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული გამოაჩინა, ახალი წყვილის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ წყდება.

ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეული 19 წლის მომღერალი ლიზა ჩიჩუაა, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა. მამა ცნობილი ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი. ირაკლი და ლიზა „ინსტაგრამზე“ პერიოდულად აქვეყნებენ ერთობლივ ვიდეობსა და ფოტოებს, რომელთაც ათიათასობით მოწონება აქვს.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ცოტა ხნის წინ ლიზამ „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ლიზას ჰკითხეს, სად გაიცნო რჩეული, გოგონამ უპასუხა, რომ ირაკლი ბათუმში გაიცნო, რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეჭვიანი, ამას ლიზამ ნეგატიურად უპასუხა.

აღმოჩნდა რომ, მათი სიყვარულის თავბრუდამხვევი ისტორია არც რამდენიმე დღის და არც კვირის წინ არ დაწყებულა. ირაკლისა და ლიზას რომანტიკული თავგადასავალი უკვე მეცხრე თვეს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი ზაფხულის მზიან დღეს გაიცნო, ხოლო ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0