Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩელესთან ვმეგობრობდი და...“ - ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა

© photo: Ilia Beroshvili / FBილო ბეროშვილი
ილო ბეროშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
გამოწერა
მსახიობ ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი ქმრის მეგობარზე გათხოვდა და ამის გამო ცნობილი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მთავარ გმირს უსიამოვნო განცდა ჰქონდა

ილო ბეროშვილი თათია შარანგიას „სთორიში“ თავისი პირველი ქორწინების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ტელეწამყვან ნელიკო აგირბასთან აკავშირებდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

აღმოჩნდა, რომ ილოსთვის ნელის მიერ მეორე ოჯახის შექმნა არც ისე მარტივი გადასატანი იყო, რადგან ნელის მეორე მეუღლე მისი მეგობარი იყო და მისთვის პირველ რიგში შვილების განწყობა იყო მთავარი.

ბეროშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გარემოში იქნებოდნენ ბავშვები და მისი მეუღლე ანი ბებია იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბავშვები გააცანო.

ნელი აგირბა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2020
ნელი აგირბა ჩცდ-ს მსახიობისგან შვილს ელოდება-ნახეთ ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული - ფოტოები

„ჩემს შვილებს უყვარდათ ჩელე და ეს იყო ჩემთვის მთავარი, მშობელი ხარ და გინდა, შენი შვილები ბედნიერები იყვნენ. უსიამოვნო იყო ის, როცა ადამიანთან მეგობრობ და მერე… კი, უკვე ორი წლის გაშორებულები ვიყავით, როცა მან მითხრა, ნელისთან ურთიერთობა მაქვსო… მე ვუთხარი მაშინვე, რაზეა ლაპარაკი-მეთქი. ყველა ვარიანტში, როცა ორი შვილი გყავთ და ოჯახი იშლება, ეს მტკივნეული პროცესია“, - აცხადებს მსახიობი.

ნელი მეორე ქორწინებაშიც იყო, თუმცა ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ოთხი წლის წინ, რამდენიმე თვეში დაქორწინების შემდეგ, მისი მეუღლე ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც მისი 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

„კუ­რი­ე­რის“ ყოფილმა წამ­ყვან­მა და მის­მა რჩე­ულ­მა 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იქორ­წი­ნეს. 34 წლის ძი­მის­ტა­რიშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავდა, რო­მელ­საც მარ­ტო ზრდი­და. ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია და წარ­მა­ტე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ტურ­ნირ­ში.

ყველა ახალი ამბავი
0