პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რეზო გაბრიაძის კუთხე მოეწყობა

© National Library of Georgiaბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
საქართველო დიდ ქართველ ხელოვანს გუშინ დაემშვიდობა. რეზო გაბრიაძე 10 ივნისს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, მწერლის, სცენარისტისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის სახელობის კუთხე გაჩნდება, განაცხადა ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

საქართველო თავის მეზღაპრეს გამოეთხოვა: რეზო გაბრიაძე მთაწმინდაზე დაკრძალეს - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
საქართველო თავის მეზღაპრეს გამოეთხოვა: რეზო გაბრიაძე მთაწმინდაზე დაკრძალეს

გაბრიაძის სახელობის კუთხე 29 ივნისს, მის დაბადების დღეს გაიხსნება. რამდენიმე დღეში რეზო გაბრიაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. კეკელიძის თქმით, აქ ბინას დაიდებს გაბრიაძის საარქივო მასალები და ნაწარმოებები.

„გვინდა კინობიბლიოთეკაში რეზო გაბრიაძის კუთხე იყოს, სადაც განთავსდება არა მხოლოდ მისი საარქივო მასალები, არამედ ტექსტებიც. დარწმუნებული ვარ, ეს კუთხე მარადიულად იარსებებს, ისევე, როგორც გაბრიაძის შემოქმედება", – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. იგი იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვ.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

ყველა ახალი ამბავი
0