ხანდოსხევი–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnikზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის გამო შეიზღუდება.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ქვეშეთი–კობის ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში სპეციალური დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ხანდოსხევი–კობის მონაკვეთზე შეზღუდვა 11 ივნისის 23:00 საათიდან 12 ივნისის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

უწყების ცნობით, ქვეშეთი–კობის ავტომაგისტრალისა და ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში დროის აღნიშნულ მონაკვეთში გვირაბის გასაჭრელად სპეციალური დანადგარის TBM (Tunnel Boring Machine) ტრანსპორტირება განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0