COVID-19 სამეგრელოში: კლინიკებში 250-მდე პაციენტი მკურნალობს

© AP Photo / Alessandra Tarantinoკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 89 პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი ცხრა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 78 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

COVID-19 საქართველოში – 10 ივნისის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
COVID-19 საქართველოში – 10 ივნისის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 249 პაციენტია მოთავსებული, მათგან 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 124 კოვიდ-პაციენტი გადის, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი, „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 705-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.954-ს მიაღწია

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0