ყოფილ მოდელსა და დიზაინერს ანუკი არეშიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით, ყველაზე უმცროსის ნიკოლასის ვიდეოებს ხელმომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.
View this post on Instagram
ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს სამოსის ფოტოებსაც საკუთარი კოლექციებიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ ანუკის ერთ-ერთმა ხელმომწერმა ყურადღება ტანსაცმლის ფასებზე გაამახვილა: „ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ. მართლაც საუკეთესო და გამორჩეულ კოლექციას ქმნი ყოველთვის, მაგრამ ეს სიმართლეა და რეალობაა. არ უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს, საქართველოში საშუალო ფენაც კი ვერ გაწვდება თქვენს კოლექციას“.
View this post on Instagram
დიზაინერმა კომენტარი უყურადღებოდ არ დატოვა. „დიდი მადლობა. ამიტომ შეიქმნა @miss.anouki და ამიტომ ხდება სეზონურად დიდი ფასდაკლებები. პირველი ხაზი, რომელიც უცხოეთში იყიდება, მასში მეტი ფინანსური რესურსი იხარჯება, ის გადის ექსპორტზე და უფრო მეტად საზღვარგარეთ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებულები, ხოლო მეორე ხაზი დაბალბიუჯეტიანია და მთლიანად ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ასევე დავამატებ, რომ მეტი წილი საშუალო ფენაა მომხმარებელი“, – დაწერა ანუკიმ.
View this post on Instagram
ანუკი არეშიძის სამოსი, განსაკუთრებით კაბები, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი დიზაინერი მისი მეგობრის ნინა დოლიძის ქორწილში საკუთარი დიზაინით შექმნილი ვარდისფერი კაბით წავიდა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. რამდენიმე საათში დიზაინერის კაბას უამრავი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად, რისთვისაც არეშიძემ მათ მადლობა საჯაროდაც გადაუხადა.
View this post on Instagram
ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 670 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.
View this post on Instagram
ყოფილი ფეხბურთელი, ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 13 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.