სამეგრელოში კორონავირუსს ასაკოვანი მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 59-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი ხუთი ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
COVID-19 საქართველოში – 9 ივნისის მონაცემები

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 75 წლამდე მამაკაცი თერჯოლის კოვიდ–კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსი 60 ადამიანს დაუდასტურდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ-ცენტრებში 240-მდე პაციენტია მოთავსებული, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 120 კოვიდ-პაციენტი გადის, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 48 პაციენტი, მათ შორის 45 პირის მდგომარეობა მძიმეა, „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 821-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.249-ს მიაღწია

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0