Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა სუბლატი დიდი პაუზის შემდეგ ვაჟთან ერთად გამოჩნდა – დედა-შვილის პიკანტური ფოტოსესია

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ცეცხლოვანი არტისტი გულგრილს არავის ტოვებს. ნინა სუბლატი ექსტრავაგანტულ ფორმაში შვილს ართობს და ფოტოების გაზიარებასაც ასწრებს. ნახეთ როგორ გამოიყურება მომღერალი ფეხმძიმობის შემდეგ.

„მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა სურათმა დიდი ხმაური გამოიწვია. ნინა სუბლატი ფეხმძიმობის პერიოდში შესამჩნევი აქტიურობით გამოირჩეოდა. როგორც ცნობილია, მას გადაცემებში მონაწილეობის მიღება არ ხიბლავს, თუმცა ორსულობის დროს რამდენიმე ინტერვიუ მაინც გავრცელდა. ნინა ახლა ოჯახსა და ახალ ჰიტებს უთმობს დროს და იშვიათად ფოტოებითაც ანებივრებს თაყვანისმცემლებს.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი უახლეს ფოტოზე ზურგიდანაა გადაღებული, მისი სექსუალური ტანი კარგად ჩანს. ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში დაგროვილი არასასურველი კილოგრამები დაიკლო და უახლეს ფოტოზე შეუდარებლად გამოიყურება. ცნობილი არტისტი საჯარო სივრცეებში გამოჩენისგანაც თავს იკავებს, თუმცა მისი შვილი გამონაკლისია. თავად ვაჟს მეგობარს უწოდებს და ახალბედა დედას შვილთან ერთად ხიბლავს დროის გატარება.

View this post on Instagram

A post shared by Nina (@ninasublatti)

ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა. ბიჭუნას ალექსანდრე დაარქვეს. მომღერალმა ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე ემოციური პოსტი დაწერა, მათ შორის თაყვანისმცემლებისთვის გამოკითხვა ჩაატარა. ის ამ ტიპის კომუნიკაციას „ფოლოვერებთან“ არ წყვეტს. აღმოჩნდა, რომ ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში 20 კილოგრამი მოიმატა.

უახლეს ფოტოზე ნინას განსაკუთრებული მზრუნველობა და შვილის მიმართ დამოკიდებულება გულგრილს არ დაგტოვებთ. მომღერალი შვილის გაცინებას ცდილობს, რამაც შედეგი გამოიღო. უმცროსი შამანაური დედის ასეთი მოქმედებების გამო ჩაბჟირებამდე იცინის. გადამდები სიცილის ავტორი უკვე ათი თვისაა.

ყველა ახალი ამბავი
0