„ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახ­ს“ – ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი გარდაიცვალა

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
ცნობილი პლასტიკური ქირურგი კორონავირუსის შემდგომი გართულებების გამო ბოლო პერიოდში კლინიკაში მკურნალობდა.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ციციშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„კლი­ნი­კა „ქალი და ჯან­მრთე­ლო­ბა“ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ყვე­ლას­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი, თბი­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის, ბა­ტონ და­ვით ცი­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახ­სა და ყვე­ლა მის ახ­ლო­ბელს“, – ნათ­ქვა­მია კლი­ნი­კის „ფე­ის­ბუქის“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ცნობილი ექიმი კოვიდის შემდგომი გართულებებით ბოლო პერიოდი კლინიკაში მკურნალობდა.

ყველა ახალი ამბავი
0