მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება

© Sputnik / STRINGERმოსახლეობის ვაქცინაცია
მოსახლეობის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით ამცრელ ბრიგადებს გადაამზადებს, პროცესში ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

ვაქცინაცია COVID-19-ზე: დაიწყო ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა აცრა>>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე იმსჯელეს.

ვაქცინების ყუთი COVAX–პლატფორმისგან - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
საქართველო კორონავირუსის ვაქცინას ამერიკისგან ერთ-ერთი პირველი მიიღებს

სხდომაზე აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3.6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები ჩაერთვებიან.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შენარჩუნდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

კორონავირუსი საქართველოში: გადაიარა თუ არა მესამე ტალღის პიკმა>>

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 178.738 ადამიანია აცრილი.

ყველა ახალი ამბავი
0