Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ღმერთი სად არის არ იცი?“ – ნიკოლა კალაძემ დიზაინერ დედას შოკის მომგვრელი პასუხი გასცა

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
ანუკი არეშიძე წყნეთის აგარაკზე ვაჟებს რელიგიაზე ესაუბრება. ყოფილმა მოდელმა ყველაზე პატარა შვილს ღმერთის არსებობა გაუმხილა, ხოლო კითხვაზე, თუ სად არის ღმერთი, ნიკოლასგან უცნაური პასუხი მიიღო. უსაყვარლესი ვიდეო.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე ენერგიული წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას ცდილობენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან, ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ბოლო პერიოდში მათ გართობას ხეების დარგვა-მოვლაც დაემატა, რასაც ბიჭები დიდი სიხარულით ასრულებენ.

ანუკი არეშიძე, თავის მხრივ, ვაჟებს შემეცნებით გაკვეთილებს უტარებს. მორიგი „კლასგარეშე პროგრამის“ ახსნისას გამოცდილი დედა რელიგიურ თემასაც შეეხო. ნიკოლა კალაძეს თავისი ცოდნა აქვს ღმერთზე, პატარა ბიჭუნას აზრით, უფალი იტალიაშია, რაზეც მასზე უფროსმა ძმამ უპასუხა, რომ ღმერთი ცაშია, ყველგანაა, მათ შორის საქართველოშიც. სახალისო ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

უმცროსი კალაძე მამის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვერ მალავს. ერთ-ერთ ვიდეოზე ანუკის სახალისო კითხვა ისმის, სადაც დიზაინერი ყველაზე პატარა ვაჟს ეკითხება: „დედა უფრო გიყვარს თუ დედა?“ ამაზე ნიკოლას დაფიქრება არ დასჭირდა და უმალ „მამა“ უპასუხა. პატარა მოუსვენარი ბიჭი განსაკუთრებით თბილისის მერთან გრძნობს თავს მყუდროდ და კახა კალაძის სამსახურიდან დაბრუნებისთანავე სახლში სიწყნარე ისადგურებს. ნიკოლა კი მამას ძველებურად სახლის კართან სულმოუთქმელად ელოდება.

4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ძმები ყველაზე უმცროსი კალაძის აღზრდაში დიდ როლს ასრულებენ, დედას ეხმარებიან და მოუსვენარ ძმას სხვადასხვა ხერხით ართობენ. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 13 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

ყველა ახალი ამბავი
0