Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რუსკა მაყაშვილის ვაჟმა ახალშობილ დას საწოლი წაართვა და თავად მოკალათდა – სახალისო ფოტოები

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
სამშობიაროდან დაბრუნებულ რუსკა მაყაშვილსა და მის გოგონას პატარა ილია მოსვენებას არ აძლევს. მთელი ფეხმძიმობის პერიოდი მსახიობი სასაცილო ვიდეოებს აქვეყნებდა, რომელზეც ილიას დამოკიდებულება ფეხმძიმე დედისადმი კარგად ჩანდა. ახლა კი ბიჭუნა დას ადგილსაც კი ართმევს.

„მაპატიე, კატო“, – რუსკა მაყაშვილი ამ წარწერით აქვეყნებს უახლეს ფოტოს. როგორც აღმოჩნდა, პატარა ილია დის დაბადებას ჯერჯერობით ვერ შეეგუა. ბიჭუნა ამ დრომდე ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას. რუსკას მიერ გამოქვეყნებული სასაცილო ვიდეო აღარავის უკვირს, თუმცა ამ უკანასკნელმა ფოტოებმა ისევ ხმაური გამოიწვია. ერთ-ერთმა კომპანიამ ახალშობილ კატოს საწოლი აჩუქა, რომელიც ილიამ მიითვისა. ფოტოს გადაღებისას რუსკამ შენიშნა, რომ უფროს ვაჟს საჩუქარში ჩაეძინა.

„კატოს გამოუგზავნეს, მაგრამ...“ – დაწერა რუსკა მაყაშვილმა. როგორც ჩანს, რუსკას და მის მეუღლეს განსაკუთრებული მუშაობა დასჭირდათ ილიასთან, რადგან ბიჭუნა დაზე ძალიან ეჭვიანობს და მოსვენებას არ აძლევს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

„ძალიან დიდი მადლობა, რეკორდული რაოდენობის მოლოცვა თქვენგან ძალიან სასიამოვნოა. ისეთი მაზალო კატო გვყავს, რომელიც უკვე ზედმეტად გვიყვარს და, რა თქმა უნდა, სიტყვებს აზრი არ აქვს. როგორც მაშინ ილია, ახლა კატო დაგვეთხლიშა თავზე, ამაზე კარგი და გადასარევი ნამდვილად არაფერია!“ – აღნიშნავდა სამშობიაროდან რუსკა.

რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. მან მამის ცივი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ვერ აიტანა, დასთან ერთად გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა.

პოზიტიურმა და ყველასათვის საყვარელმა რუსკამ არც ისე დიდი ხანია, რაც თბილი ოჯახი შექმნა. მათი წყვილი ბევრისთვის სამაგალითო გახდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. რუსკა და სანდრო ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0