Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაკა ზამბახიძის მორიგი სექსუალური გამოჩენა – ასე ემზადება ვარსკვლავი ზაფხულისთვის

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
მომღერალი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თამამად პოზირებს. პანდემიამ მის ტანს ვერაფერი ავნო, მაკა შეუდარებლად გამოიყურება. უახლესი პიკანტური ფოტოები საცურაო აუზიდან.

პანდემიამ კულტურის სფეროს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. ამ დრომდე ვერ ხერხდება კონცერტებისა თუ კორპორატიული საღამოების ჩატარება. ვარსკვლავებმა თავი სხვადასხვა გასართობ გადაცემებზე მოიყარეს და მსმენელს საკუთარ რეპერტუარს ტელეეკრანებიდან სთავაზობენ. მიუხედავად ამისა, მაკა ზამბახიძე ზაფხულის სეზონისთვის დიდი შემართებით ემზადება და სექსუალურ საცურაო კოსტიუმში თამამად პოზირებს. მის გარეგნობას სახლში გამოკეტვამ კილოგრამები ვერ მოუმატა.

მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებულ ურთიერთობას გასული წლის თებერვალში ახადეს ფარდა. ცნობილი მომღერალი შარშან მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ ეს სასცენო წყვილი მოგვიანებით დაიშალა. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ, რომელიც სულ მალე დედა გახდება.

ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც წარმატებით ფლობს. გოგონა კახა მამულაშვილის მიერ შექმნილ ბენდ „ნონ-სტოპში“ დედასთან ერთად მღერის. ამჟამად კი ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მღერის. მაკას და სალომეს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, როგორც მაკა აღნიშნავს, ის მამინაცვალთან უფრო მეგობრობს.

მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენი – ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მამაკაცი მომღერალზე შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის ბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

ყველა ახალი ამბავი
0