Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნოე სულაბერიძე შვილს რუსულ ლექსს ასწავლის – უახლესი ვიდეო განწყობას აგიმაღლებთ

© Facebook / Janet Kerdikoshviliნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
უმცროსი სულაბერიძე საუბარს ცდილობს, რაშიც მამა ეხმარება. ნოე პატარა ანას რუსულ ლექს ასწავლის. ნახეთ უსაყვარლესი ვიდეო პროდიუსერის ოფიციალური გვერდიდან.

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმშოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალში საცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.

ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი გასული წლის 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

ანა სულაბერიძე მამას განსაკუთრებულად ჰგავს. ნოე ძვირფას დროს სამ შვილს თანაბრად უნაწილებს, ბავშვები, თავის მხრივ, მამის ყურადღებით კმაყოფილი არიან. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

ნოემ უმცროს ქალიშვილს რუსულენოვანი ლექსი ასწავლა. სხვადასხვა ვიდეოებზეც გარკვევით ისმის, რომ ჯანეტიც რუსულად ესაუბრება გოგონას. უახლეს ვიდეოზე კი ნოე პატარა ანას ლექსს შეასწავლის, რომელსაც პატარა გოგო სწრაფად ითვისებს.

ყველა ახალი ამბავი
0