რა მიზნით იმყოფებიან ნინოწმინდის პანსიონში პარლამენტის დეპუტატები

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებით არსებობს ემოციური ფონი, სკეპტიციზმი, თუმცა საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება მონიტორინგის სრულად განხორციელება.

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი და დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ მუშაკებთან ერთად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებიან, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
პანსიონის საქმეზე მოწმეები იკითხებიან - რა ეტაპზეა გამოძიება

დაწესებულების ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა დამსჯელობით მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებით იხოხონ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

პაპუაშვილის განცხადებით, მათი ამოცანაა პანსიონის ირგვლივ შექმნილი დაძაბული ფონის განეიტრალება, რათა სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ შეძლონ მუშაობა.

„საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციური ფონი იყოს ისეთი, რომ სოციალურმა მუშაკებმა სათანადოდ იმუშაონ. დარღვევები თუ არსებობს, ეს სოციალურმა მუშაკებმა უნდა გამოავლინონ. ასევე შსს იკვლევს საკითხებს. ჩვენი ამოცანა არ იყო ვინმესთვის ბრალდების წაყენება და საკითხების გამოკვლევა. ყველა მოწადინებულია, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე იყოს“, - განაცხადა პაპუაშცილმა.

როგორც ცნობილია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ივნისს დაიწყო.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
სერგეენკო: ნინოწმინდის პანსიონში ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო

უკვე გამოიკითხა რამდენიმე არასრულწლოვანი. შსს აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსულის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0