კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliმგზავრები პირბადეებით
მგზავრები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 832-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 348.594-ს მიაღწია.

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  832 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 457 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, იმერეთი - 67, აჭარა - 66, ქვემო ქართლი - 65, კახეთი - 35, შიდა ქართლი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 14, გურია - 13, მცხეთა-მთიანეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332.304-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  4.893-ს მიაღწია.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
პირველი ინფექციონისტი: თბილისში პირბადის ტარება არ სურთ

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.371 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.435 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.897, აჭარაში - 337, იმერეთში - 436.

729 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 210  პირი, მათგან  თბილისში – 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 15. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 619 ადამიანი, მათ შორის 361 - თბილისში, 231- აჭარაში. 7.317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი (ყველა თბილისში).

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.939 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.231, პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.502.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 832-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  348.594-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0