COVID-19 საქართველოში – 5 ივნისის მონაცემები

© Sputnik / STRINGERკორონავირუსის ეპიდემია. სასწრაფო ზუგდიდის ხიდზე
კორონავირუსის ეპიდემია. სასწრაფო ზუგდიდის ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 332.304  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 624), გარდაიცვალა – 4.893 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.435 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 619 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 832-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 348.594-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 332.304  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 624), გარდაიცვალა – 4.893 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.435 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 619 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.409 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17.617, PCR ტესტით - 13.792.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური –  2,65%, ბოლო 14 დღის - 3%, ბოლო 7 დღის - 2,98%.

სულ აცრილია 167.332 პირი, ერთ დღეში აცრილია 5.791ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0