16:31 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)
40 0 0

საქართველომ პრეპარატი ინდოეთში შეისყიდა, თუმცა,  შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ქვეყნიდან პრეპარატის შემოტანა შეფერხდა

თბილისი, 4 ივნისი  — Sputnik.  ანტივირუსული  პრეპარატ „რემდესივირის“ მარაგი უახლოეს ორ–სამ დღეში შეივსება, განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველო მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences–სგან დონაციის სახით მიიღებს.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა.  საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

 „მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირს“ ჯანმოს ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს მიღებული, ინდივიდუალურ შემთხვევებში  მისი გამოყენებისას პოზიტიური შედეგები გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (787)

მთავარი თემები