14:08 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (807)
30 0 0

ინფექციონისტების რეკომენდაციით, სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს სავალდებულო ტესტირება სისტემატურად უტარდება.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.

სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე თბილისის სკოლებში პერსონალის სავალდებულო ტესტირებისა და მიმდინარე სასწავლო პროცესს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირადად გაეცნო. დგებუაძემ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებული ზომები შეაფასა და აღნიშნა, რომ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში გრძელდება.

„ქვეყნის მასშტაბით სკოლებში თანამშრომელთა რიგით მეცხრე სავალდებულო ტესტირება ტარდება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით უტარდება“, – განაცხადა დგებუაძემ.

სამინისტროს ინიციატივით სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფს პედაგოგები და ბაღის აღმზრდელებიც დაემატებიან>>

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლესა და მშობელს ეძლევა საშუალება, გააკეთოს არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდზე online.emis.ge.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (807)

მთავარი თემები